ახალი ამბები

სოფელ სანავარდოში სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა

როგორც სოფელ სანავარდოში გამგებლის წარმომადგენელმა ვალერი გოქსაძემ knews.ge-ს განუცხადა, ქარიშხალმა, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, სოფლის სასაფლაოზე ძირფესვიანად მოგლიჯა ასწლოვანი ნაძვი დააზიანა. გოქსაძის ინფორმაციით, ქარიშხალმა დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
,,სტიქიას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია სოფლისათვის. ორ საცხვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სოფლის სასაფლაზე მოგლიჯა ნაძვი, რომელმაც ერთი მიცვალებულის საფლავი დააზიანა. სერიოზულ ინფრასტრუქტურულ ზარალს გადავრჩით”, – განუცხადა knews.ge-ს ვალერი გოქსაძემ.