ახალი ამბები

გელა გელაშვილი – თითოეულ თეთრს მოვატანინებ და მოვახდენთ სამი სოფლის გაზიფიცირებას

,,სოფელი ალმატი, შაქრიანი და საბუე, ეს ის სოფლებია სადაც შესწავლილი მაქვს გაზიფიცირების პრობლემა. კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს 2014-2015 წლებში 41000 ლარზე მეტი აქვს აღებული სახელფასო დანამატი როგორც პენსია, ასევე მის მოადგილეებსაც. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ ადამიანებს კაპიკ-კაპიკ მოვატანინებ თითოეულ თეთრს და აი სწორედ ასე მოვახდენთ შაქრიანის, ალმატის და საბუის გაზიფიცირებას. მაქვს დოკუმენტურად დადასტურებული კახეთის გუბერნიის მიერ გაცემული პრემიები, რაზეც შევპირდი, რომ უკან მოვატანინებ და მართლა მოვატანინებ. ადამიანი, რომელსაც აქვს ღირსება თავის ქველმოქმედებაზე არ საუბრობს”,- განაცხადა გელა გელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.