80 წლის თელაველმა წყვილმა 55 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს

მოხუცი წყვილის ჯვრისწერის ფოტოებს ფოტოგრაფი გიორგი ტორონჯაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებს, რომელიც თელავში, ნადიკვრის პარკშია გადაღებული, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

,,ძალიან მაგარი გრძობაა, როცა მსგავს ფოტოსესიას იღებ, ისე ვნერვიულობდი მეგონა, პირველად მეჭირა ფოტოაპარატი ხელში, ყველა კადრს სათუთად ვარჩევდი, თანაცხოვრებიდან 55 წლის მერე ჩემი მეუღლის ნუკას ბებია– პაპას დავწერეთ ჯვარი თელავში ამ ულამაზეს ადგილას, მიხარია მეამაყება რომ ამ ამბის მონაწილე ვარ”, – წერს ფოტოგრაფი.

გიორგი ტორონჯაძეს ფოტოები: