სტატიები

ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზიგაუსვაორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.მინისტრმააღნიშნა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ  აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოაცხადა და დარგის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიიტ გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრმაბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოთარ დანელიამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და  ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, მინერალური წყლებისდა თხილის საექსპორტო პოტენციალზე  ისაუბრა.

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას  შორის მეგობრული ურთიერთობა. მიხეილ მიატლიკოვმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა.  ელჩმა 1-4 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ დაგეგმილ ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზეოთარ დანელიაპირადად მიიწვიადა აღნიშნა, რომ გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრას სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.