ახალი ამბები

თელავში მუსიკალური ტურნე ,,ხელოვანები ხელნაწერებისათვის” გაიმართა

ტურნეს იდეის ავტორი – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი, პიანისტი დათუნა ალადაშვილია.
აქცია-კონცერტში, რომელიც თელავის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა, პიანისტი დავით ალადაშვლი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი მონაწილეობდნენ.
,,ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ხელნაწერების შესახებ. მუსიკალური ტურნე, თბილისსა და თელავის გარდა, სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და სხვა”, – განაცხადეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.