ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილი – დედოფლისწყაროს მოსახლეობაზე შანტაჟი და ძალადობა ხორციელდება

„ამ რაიონის სამწუხარო ყოველდღიურობაა ხალხის დაშინება; ქუჩაში ადამიანებისთვის საქმის გარჩევები პოლიტიკური შეხედულებების გამო; მუქარა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ. ამ მუქარებს პირადად ღარიბაშვილის მამა და ვინმე ,,კაკაშა” ახორციელებენ. შესაბამისად ძალადობის მთავარი ორგანიზატორებიც ესენი არიან აწ უკვე კვირიკაშვილის დაკვეთით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღევანდელ ფაქტამდე – რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ღამით სახლის წინ დაუწვეს მანქანა; ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს პარტიის ოფისი; პარტიის ადგილობრივი ლიდერების ზურა ყოჩიაშვილის და მამუკა ბაღაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები და ა.შ. მაგრამ გპირდებით, ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ 8 ოქტომბერს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.