ახალი ამბები

სოფელ მატანის მოსახლეობამ ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

ადგილობრივების პროტესტის მიზეზი სოფელში, დასახლებულ პუნქტში კომპანია „ჯეოსელის“ ანძის დადგმა გახდა.

აქციის მონაწილეები ავტომობილებს ერთი საათის განმავლობაში არ ატარებდნენ და ანძის აღებას ითხოვდნენ. როგორც knews.ge-ს მატნის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, „ჯეოსელმა“ ანძა განათავსა კერძო პირის ნაკვეთში, რისთვისაც მეპატრონეს ფულს უხდის. მათივე თქმით, დაუშავებელია ანძა, დასახლებულ პუნქტში იდგეს, რადგან ის ადამიანების ჯამრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.