ახალი ამბები

ამომრჩევლებს სიაში მონაცემების გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეეძლებათ

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი, ასევე, მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი. საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე – voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით”, – განაცხადეს ცესკოში.