ახალი ამბები

სოფელ კურდღელაურში სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილი დაიწვა

ცეცხლი ახლომდებარე ეკლესიის ეზოსაც მოედო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლის ალი დაახლოებით 3 საათის წინ შენიშნეს, გამოიძახეს სახანძრო სამსახური, თუმცა ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეების მისვლამდე შეეცადნენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელებისა და ახლომდებარე შენობებზე გადადების საფრთხე არ არსებობს. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მათაივე განცხადებით, მიმდინარეობს საქმის შესწავლა, თუმცა ამ ეტაპზე მოხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.