ახალი ამბები

სოფელ მუკუზანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

,,2012 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეპოვებინა რესურსი, რომლის შედეგადაც სოფელს ექნებოდა სასმელი წყლის ახალი სათავე. ჩვენი ინიციატივა მოვიყვანეთ სისრულეში, ჭერემხევზე სოფლიდან ერთი კილომეტრით დაშორებით გავაკეთეთ სათავე, რაშიც დაიხარჯა თანხა 35 ათასი ლარი. ეს თანხა გამოყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2014 წელს. საშუალება მოგვეცა, რომ თიოეულ კომლს წყალი გვქონოდა ყოველდღიურად დაახლოებით ათი საათის განმავლობაში. 2015 წელს განვახორციელეთ შიდა ქსელების სრული რეაბილიტაცია, რომლებიც მთლიანად ამორტიზებული იყო ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური დახმარებით. სამუშაოებისთვის 180 ათასილარი დაიხარჯა. გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ “ბელა“ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შემდეგ სოფელში ყველა უბანს აქვს წყალი. რაც შეეხება გადასახადს, მოსახლეზე ერთი ლარს შეადგენს. გახლავართ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც და შესაბამისად, ეს ინიციატივა გავიტანე საკრებულოზე, შემდეგ რეგიონში და ბოლოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განსახილველად“, – განაცხადა knews.ge–სთან გოგი მაჩხაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს იგეგემება 500 დან 1000 ტონამდე მოცულობის ბასეინის კაპიტალური შეკეთება, რის შემდეგაც სოფელს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.