ახალი ამბები

თელავში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ანტისანიტარიაზე ჩივიან (Photos)

როგორც knews.ge-ს მოვაჭრეებმა განუცხადეს, დასუფთავების სამსახურს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ნაგავი არ გააქვს. მათივე თქმით, ვაჭრობაში სერიოზულ სირთულეს ქმნის სხვადასხვა პროდუქციის ნარჩენებისგან გამოწვეული სუნი, რის გამოც ბაზარში საქმიანობა გაუსაძლისი ხდება.
“ვინც ბაზარში შემოდის პროდუქტის საყიდლად ვერც კი ჩერდება და უკვირთ როგორ ვჩერდებით ამ პირობებში. შემოდიან ტურისტებიც, რომლებიც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აუცილებელია ნაგვის მანქანა ყოველდღიურად დაცალონ და გაასუფთაონ”, – განაცხადა მოვაჭრე დუნსუნ უნსუღლმა.