ახალი ამბები

პანკისში სოციალური კაფე გაიხსნა

,,ეს არის კომფორტულო გარემო ახალგაზრდებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის და პანკისის ნებისმიერი ვიზიტორისთვის. სოციალური კაფე გულისხმობს რამდენიმე ტიპის სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მომხარებელს აქ შეუძლია მიიღოს როგორც კვების სერვისი, ასევე დახვდება მყუდრო გარემო და და საინტერესო წიგნები, Wi-Fi ინტერნეტი და ახალი ჟურნალ-გაზეთები”,–განაცხადა პანკისი გე–სთან მელსი ბაღაკაშვილმა.
პანკისის სოციალური კაფე, ბავშვთა და ახალგაზრობის განვითარების ფონდისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა.

ფოტო:პანკისის სოციალური კაფე