ახალი ამბები

თელაველი მოსწავლეებისთვის გონიოში არქეოლოგიური ბანაკი მოეწყო

კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის – მაია დათუნაშვილის განცხადებით, არქეოლოგიური ბანაკი “გონიო – 2016”-ის მთავარი მიზანია მომავალი თაობის ჩართულობის გაზრდა და დაინტერესება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებით.
,,ახალგაზრდები სოფელ გონიოში, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიის მეცნიერ-თანამშრომლების ხელმძღვანელობით სპეციალურ პროგრამას გაივლიან. შერჩეული 20 მოსწავლე თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებში 7 დღე იქნება ჩართული”,–განაცხადა დათუნაშვილმა.