გზა ევროპისკენ

ირაკლი სესიაშვილი – თელავში მცხოვრებ დევნილებს ბინებით ვუზრუნველყოფთ (R)

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში ირაკლი სესიაშვილი ქალაქ თელავში, ყოფილ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც ამ დრომდე ბინები საკუთრებაში არ აქვთ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას პირდება. 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იგი აპირებს დევნილს შეხვდეს და საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებაზე ესაუბროს.
,,თავიდანვე ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და არჩევნების წინ მათ ვუთხარი, რომ ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი ყველა მათგანს დარჩება ის ბინა, სადაც იმყოფება. აღნიშნულ საკითხზე ვიმუშავე თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და სოციალურად დაუცველი პირების ნაწილს ბინები დავუკანონეთ. მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც ფლობენ სხვა ბინებს და აქვთ გაქირავებული, ცხადია, მათ ბინა არ ეკუთვნით. ზოგი პირი კი, თვითნებურად არის შეჭრილი ბინაში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით, რაც დაუშვებელია. სწორედ სახელმწიფოს და ჩემი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულებაა, რომ დავიცვათ ჩვენი სამხედროების უფლებები და ვიზრუნოთ მათზე. სახელმწიფომ ჯერ ის სამხედროები უნდა დააკმაყოფილოს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან. მზად ვარ, ყველა მათგანი მივიღო და ყველა საკითხი განვიხილო. პროცესი გარკვეულწილად დაძრულია და ბევრ მათგანს უკვე გადაეცა ბინა,’’–განუცხადა Knews.ge-ს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

რეკლამა (R)