თელავში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, თელავში პარტია ,,სოციალისტური საქართველო” ყრილობაზე, რომელიც ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ხელი დაარტყა. რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა თემურ ფიფია შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. 
,,დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფიფიას ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.