ახალი ამბები

ვინ არიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები კახეთში

„ქართული ოცნების“ კანდიდატები:

„ქართული ოცნებაჶდემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში ირაკლი სესიაშვილია. ირაკლი სესიაშვილი პირველივე დღიდან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია .პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.

სიღნაღიჶდედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილია. ის პროფესიით იურისტია კახეთის გუბერნატორის პოსტი ეკავა აქამდე.

ახმეტაში „ქართულ ოცნებას“ წარადგენს გელა სამხარაული. გელა სამხარაული 2012 წლის მოწვევის პარლამენტარია.

ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილია. იგი პროფესიით იურისტია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი და წევრია.

გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია დავით სონღულაშვილი. იგი პროფესიით ეკონომისტია.განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რომან მუჩიაშვილი ფინანსისტია.

ფოტოზე: გიორგი კვირიკაშვილი. (საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან)