ახალი ამბები

იორმუღანლოში ხუთვარსკვლავიანი 150 ვილა აშენდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს შესთავაზებს. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სოფელში მშრალი ხილისა და ფისტას გადამამუშავებელი საწარმოც აშენდება და სამომავლოდ 1000 ჰა ფისტას პლანტაციის გაშენებაცაა გათვალისწინებული. სამუშაოები უცხოური ინვესტიციით განხორციელდება.

,,სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვ. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.