ახალი ამბები

თელავში უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება მიმდინარეობს

პროექტის მთავარ მიზანს ეთნიკური, რელიგიური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობისა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. როგორც knews.ge-ს თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ასლანიშვილმა განუცხადა, პროექტი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსები უცხო ენაში, ზოგად უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
2016 წლის 20-24 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის” რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ასევე სწავლის პრობლემების მქონე სტუდენტების ხელშეწყობის გეგმა. პროექტი ითვალისწინებს ქართული ენის მაინორ პროგრამას, სამიზმე ჯგუფის აბიტურიენტებისათვის უფასო მოსამზადებელი კურსებსა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას“, –განუცხადა knews.ge-ს თამარ ასლანიშვილმა. 
პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი ხანგრძლივობა სამი წელია.