ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 12%–ით გაიზარდა

როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, 2016 წლის 7 თვის მონაცმებით, ლაგოდეხის ნაკრძალი 23 ათას 290-მა ვიზიტორმა მოინახულა. 
,,წელს 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების საერთო რაოდენობა 12% -ით გაიზარდა. გარდა ამისა, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კი ხელს შეუწყობს ვიზიტორების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას, გააუმჯობესებს სერვისს და მომსახურეობას”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.