ახალი ამბები

გირჩი-კახეთის ენერგოდისტრიბუიამ ელექტროენერგია არ მოგვაწოდა

როგორც knews.ge-ს გირჩის თელავის ოფისის წარმომადგენელმა გიორგი ჩეკურიშვილმა განუცხადა, მათ კახეთის ენერგოდისტრიბუციის მოთხოვნის შესაბამისად ყველა საბუთი შეაგროვეს, თუმცა აქციამდე ნახევარი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიის ენერგომომარაგებისათვის დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაუშვა შეცდომა, რის გამოც ჩვენ ვერ შევძელით საპასუხო აქციაზე ჩაგვერთა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ვფიქრობ ყველა ადამიანის და ორგანიზაციის ვალია ასეთ დროს დახმარება გაუწიოს ეროვნული მიზნებისთვის ჩატარებულ აქციას“, –განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვულმა.