ახალი ამბები

კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ

,,სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტექნიკის შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.”, – განაცხადეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.