ახალი ამბები

ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები სამართალდამცავების მიერ

როგორც knews.ge-თან საუბარში საქართველოს სახალხო დამცველის წარმოამდგენელმა ნიკოლოზ კვარაცხელიამ განაცხადა, ორგანიზაცია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი არათანაბარი მოპყრობის ან სხვა ტიპის დარღვევების პრევენციის მიზნით, წლის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებს მონიტორინგს.
„საუბარი გვქონდა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სამართალდამცავ სისტემაში. მსგავსი სახის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა რეგიონებში. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში იკვეთება არათანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ადვოკატის ხელმისაწვდომობა, დაკავებულის მიმართ ძალის გამოყენების საკითხები და სხვადასხვა ხარვეზები, რასაც ადგილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.“–განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ კვარაცხელიამ
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონებში დაკავებულთა უფლებები მკვეთრად ილახება და ამ თვალსაზრისით არც კახეთის რეგიონი წარმოადგენს გამონაკლისს. 
„არის ისეთი საქმეები, სადაც პოლიცია ძალას ატანს ადამიანებს იმისათვის, რომ აღიარონ და დაიბრალონ ის დანაშაული, რომელიც შესაძლოა მას არ ჩაუდენია. თუ შედეგს ვერ მიაღწევენ ფიზიკურად უსწორდებიან ბრალდებულს. უამრავი საქმე გამისაჩივრებია უშედეგოდ, პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. არცერთი დაკავებული არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ტყულად არ დააბრალონ დანაშაული და თუ არ დაიბრალებენ, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ.“–განაცხადა ლოლა ტუსაშვილმა.