ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში სწავლება მიმდინარეობს

როგორც knews.ge-ს ამერიკის კუთხის კოორდინატორმა თეა ჯეირანაშვილმა განუცხადა საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13–დან 19 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან.
„ეს არის ლიდერული საზაფხულო ბანაკი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ, თუ როგორ განივითარონ ლიდერული უნარ–ჩვევები, რა არის საჭირო ლიდერობისთვის, რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ მიზნის მისაღწევად და ა.შ. საზაფხულო ბანაკის გავლის შემდეგ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ უკვე აღმოაჩინა თავის თავში ლიდერის თვისებები და გაიგეს ისეთი საკითხები ლიდერობის შესახებ, რაზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. აქტივობები, რასაც ახალგაზრდები ბანაკში ახორციელებენ, ვიფიქრეთ, რომ ყველასთვის ერთნაირად საინტერესო არ იქნებოდა. ბანაკი სულ 10 დღიანი უნდა ყოფილიყო და ამიტომ ჩვენ დავყავით ორ ჯგუფად 13-დან 15 წლამდე და 16-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდები ორ სხვადასხვა ჯგუფში გადავანაწილეთ და თითოელის ხანგრძლივობა 5 დღეზე დავიყვანეთ“, – განუცხადა knews.ge-ს თეა ჯეირანაშვილმა. 
ლიდერული საზაფხულო ბანაკი 29 ივლისს დასრულდება. პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოსა და თელავის ამერიკის კუთხის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.