ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი სოფელ კისისხევში მოსახლეობას შეხვდა

პირველმა ლეიბორისტმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.
ნათელაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემის შესახებ მიიღო ინფორმაცია და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
,,სოფელში მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს. მათ სოციალური პრობლემები და უმუშევრობა აწუხებთ. კისისხეველებს სოფლის მეურნეობის კუთხით დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. გამარჯვების შემთხვევაში მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრაზე ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე, ეს ნიშანია იმის, რომ მოსახლეობა 8 ოქტომბერს გააკეთებს კარგ არჩევანს და მოიცილებს მჩაგვრელ რეჟიმს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.