ახალი ამბები

თელავში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს

დეპარტამენტის თანამშრომლების თქმით, პირს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღები და დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შსს-ს შესაბამის რაიონულ სამმართველოს.