ახალი ამბები

თელავის სათნოების სახლში აქცია ჩატარდა

როგორც knews.ge-ს „საქართველოს მოხალისე 2016“ პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა ლერი მუთოშვილმა განუცხადა, ხანდაზმულები და სოციალურად დაუცველი ადამიანები საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და მათი ინტეგრაცია სხვა ადამიანებთან ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ჩვენ დღევანდელი აქციით გვინდა ვუთხრათ სათნოების სახლის ბენეფიციარებს, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ და ისინი ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. აუცილებელია, რომ ბენეფიციარებმა იგრძნონ ახალგაზრდების გვერდში დგომა და სითბო. ვფიქრობ ასეთი სახის აქციები საუკეთესო საშუალებაა მათ ცხოვრებაში ნათელი ფერების შესატანად. ჩვენ დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ყოველგვარი ანგარების გარეშე ამ ადამიანებს მივანიჭეთ თუნდაც სულ მცირე სიხარული. ჩვენ ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით და ენთუზიაზმით ვაკეთბთ. სათნოების სახლში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მოგვესმინა მათი ცხოვრებისეული ისტორიები. მათ ჩვენთან თავიანთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს“, –განუცხადა knews.ge-ს ლერი მუთოშვილმა.