ახალი ამბები

სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივ ცენტრს იუსტიციის მინისტრი გახსნის

სამინისტროს ინფორმაციით, არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივი 2 000-მდე მომხმარებლის გარდა, მიმდებარე სოფლების ზემო და ქვემო ქედის, საბათლოს, ფიროსმანისა და სამთაწყაროს მცხოვრებლებსაც მოემსახურება. 
თეა წულუკიანის უწყების ცნობით, სოფელი მოშორებულია რაიონულ ცენტრს და დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად დედოფლისწყაროს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უწევდათ.
სოფელ არხილოსკალოში გამგებლის წარმომადგენლის გოჩა კობაიძის განცხადებით, ცენტრის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 40 ათასი ლარი დაიხარჯა.
,,საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო მარტში და უკვე დასრულდა. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა, თანადაფინანსების ფარგლებში, შენობის გარე ფასადი მოაპირკეთა. საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს და აღარ მოუწევთ შორი მანძილის გავლა“, – აცხადებს Knews.ge-სთან გოჩა კობაიძე.