ახალი ამბები

დედოფლისწყაროში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.

“ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა”, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.