ახალი ამბები

დედოფლისწყაროს #1 ბაღის შენობაში ძლიერი წვიმის გამო ოთახები დაზიანდა

,,ქიზიყის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად შენობას სახურავი მოხადეს და მისი გადახურვა დროულად არ მოხდა, რის გამოც ღამით მოსული წვიმის წყალი ოთახებში ჩავიდა. 
ბაგა–ბაღის შენობაში ამ დროისთვის 6 ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ადგილობრივების თქმით, ზარალი დიდია, რადგან აღნიშნული ორგანიზაციების ინვენტარი დაზიანდა.
წვიმის შედეგად დაზიანდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოფისი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სახელოსნო „ფესვების“, საბავშვო ბაღის ოთახები და ქორეოგრაფიული ანსამბლის დარბაზი. სახელოსნოს ხელმძღვანელის, ნინო ბახუტაშვილის თქმით, წვიმამ ყველაზე მეტად ისინი დააზარალა.
,,ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით. წვიმა ყველა ოთახში ჩამოვიდა,დაზიანდა ჭერი, ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები რომელიც ძალიან ძვირფასი იყო. ასევე დაზიანდა ხელთნაკეთი ნივთები და სამუშაო მასალა. გადასაყრელებია ისე გაფუჭდა,”– განაცხადა ნინო ბახუტაშვილმა.