ახალი ამბები

ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს

აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა. ცესკო-ში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. შეხვედრის მონაწილეებმა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა სიას.