ახალი ამბები

კახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროში აცხადებენ, დღეს რეგიონის უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია დასავლეთის ძლიერი ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან 17-22მ/წმ.
,,აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი- 17-22მ/წმ”, – აცხადებენ ბიუროში.
12-13 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, ზოგან მაინც შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა ეს არ იქნება ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ივლისს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.