ახალი ამბები

დედოფლისწყაროში წითელი ჯვრის ჯანდაცვის კლინიკა გაიხსნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, კლინიკა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება და საშუალებას მისცემს პაციენტებს, რომ ნებისმიერი სახის სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაიტარონ. კლინიკის გახსნას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი.

„ჩემთვის დიდი პატივია იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის სახელით მივიღო მინაწილეობა დღევანდელი პროექტის გახსნაში, რომელიც დასრულდა წარმატებით. მინდა გულრწფელი მადლობა გამოვხატო ჩვენი სანდო პარტნიორების – ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა ტოშიო კაიტანიმ. 
სამედიცინო კლინიკა სრული დატვირთვით აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდება.