ახალი ამბები

ახმეტაში მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, მაღალმთიან არ შეხებიათ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც მიწის რეფორმა განხორციელდება. 
,,ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება. პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.