ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს

სახარების თანახმად, წმინდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს უწოდებდა. 

ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო. 

უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. ჰეროდეს ბრძანებით წმიდა ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს.