სტატიები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 6 თვის მონაცემები

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 148% (1884665),  უკრაინა – 82% (2286977), რუსეთი –  56% (10198085), ბელარუსი – 96% (462547), ლიტვა – 31% (260064), პოლონეთი – 34% (1070454), ესტონეთი – 64% (331884), ყირგიზეთი – 89% (149666),  გერმანია – 55% (166636), კანადა – 16% (96300), დიდიბრიტანეთი – 43% (58366)დასხვა.

აღსანიშნავია, რომ 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 10198085 ბოთლი; უკრაინა-2286977 ბოთლი; ჩინეთი-1884665 ბოთლი; ყაზახეთი- 1764286 ბოთლი; პოლონეთი -1070454ბოთლი.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 2626364  ბოთლი, „მუკუზანი“ – 1006732 ბოთლი, „წინანდალი“ – 830149 ბოთლი, „ახაშენი“ – 426899 ბოთლი, „ქინძმარაული“ – 132033 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 710 997 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 47%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების-ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 78,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 58,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.