ახალი ამბები

საგარეჯოში სახალხო დამცველის აპარატი ვაკანსიას აცხადებს

პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

,,პროექტის ფარგლებში შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შერჩეული საკონტაქტო პირები, პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით, რეგულარაულად გამართავენ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს, რომლის დროსაც მოსახლეობას საშუალება ექნება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განცხადებით ან საჩივრით მიმართონ სახალხო დამცველს”, – განაცხადეს სახალხო დამცველის ოფისში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.