ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის რეაბლიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ტენდერის საწყისი თანხა 48 000 ლარია. სამუშაოები კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) გრანტის ფარგლებში განხორციელდება.
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, ნაკრძალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ვიზიტორების გაზრდას, გააუმჯობესებს სერვისს და მომსახურეობას.
,,სამუშაოების ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე მდებარე რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება. ესენია: გურგენიანის რეინჯერთა საინფორმაციო სადგურთან მდებარე სანიტარულ– ჰიგიენური კვანძის (საპირფარეშო) რეაბლიტაცია, მაწიმის რეინჯერთა საინფორმაციო სადგურის და მასთან ახლოს მდებარე სანიტარული კვანძის რეაბლიტაცია. ქალაქ ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი ბილიკის რეაბლიტაცია და ხეივანის მოწყობაცაა დაგეგმილი. ეს ყველა ობიექტი ჩართულია ეკო – ტურისტულ პროგრამაში და
სამივე მდებარეობს ეკო ტურისტული ბილიკების საწყის წერტილში, სადაც პირველად ხვდება ვიზტორი და იღებს ინფორმაციას ბილიკების, სერვისების, ტარიფების და უსაფრთხოების წესების შესახებ”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.