ახალი ამბები

კახეთში საბითუმო ბაზარზე ატამი 15 თეთრი ღირს

მიუხედავად დაბალი ფასისა, მენევახეებს პროდუქციის რეალიზება მაინც უჭირთ. სოფელ ჩუმლაყსა და ვაზისუბანში, სადაც ატმის და ვაშლატამას ყველაზე დიდი საბითუმო ბაზრობაა, ფერმერები აცხადებენ, რომ მათთვის მოუსავლიანობა და ჭარბი მოსავალი ერთიდაიგივე პრობლემაა.
ადგილობრივები ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ.
მევენახეები სეზონის ჩავარდნაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მოვაჭრეები და მყიდველები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.
,,სად წავიღოთ ამდენი მოსავალი? არც ბაზრებია, რომ დაბალ ფასში მაინც გავყიდოთ. მოსავალი დიდია, ფასი კი, არაფერი. კი არ ვყიდით, ვჩუქნით ხილს ვინც მოდის, ასე გამოდის. შრომა რამდენი უნდა და არაფერი გვიფასდება. ხილი ისე ლპება რომ ვერც ვკრეფთ“, – განუცხადა Knews.ge-ს რომან ასლანიშვილმა.