ახალი ამბები

რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დიდი ინტერესის გათვალისწინებით და პროგრამაში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციის თარიღმა 10 ივლისამდე გადაიწია.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge
სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.