ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატი – მინიმალური ხელფასი შრომის საერასორისო ნორმებს არ შეესაბამება

საქართველოს პროფესიულმა გაერთიანებამ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ფრიდრიხ ემბერტის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა კვლევა, რომელიც ეხება მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ანალიზს საქართველოში. 
„საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის ოდენობის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ თელავში შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე მინიმალური ხელფასის შესახებ არსებული კანონმდებლობა განვიხილეთ და ამ მხრივ სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას შევადარეთ. პროექტის მიზანია საქართველოში დაწესდეს ისეთი მინიმალური ხელფასი, რომელიც შრომის საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენ გვინდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები, რომლებსაც შემდგომში განსახილველად საქართველოს მთავრობას წარვუდგენთ“, – განუცხადა knews.ge-ს საქართველოს პროფესოული კავშირების ფაერთიანების იურისტმა თამარ სურმავამ.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მინიმალური ხელფასი 135 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო საარსებო მინიმუმი160 ლარს უტოლდება.