ახალი ამბები

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები.
წელს, პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

როგორც knews.ge-ს მაია მიმინოშვილის უწყებაში განუცხადეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 – მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 – ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი 22 700 -ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.