ახალი ამბები

გურჯაანში ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

,,აღნიშნული ჯგუფი “ერთი ფანჯრის” პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. პირველი ივნისიდან 28 ივნისამდე ექსპორტირებული ატმის მოცულობამ 942 ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 52 ტონას შეადგენდა. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული“, – განუცხადეს Knews.ge-ს სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ატმის მოსავალი 30 000 ტონაზე მეტი იქნება.