ახალი ამბები

ნიმდის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ოფისის წარმომადგენლები თელავში იმყოფებიან

როგორც knews.ge- ს თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარვაშიძემ განუცხადა, შეხვედრა ძლიან ნიშვნელოვანი იყო, რადგან უკრაინასა და აზერბაიჯანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„დღეს ჩვენთან ერთად აზერბაიჯნის და უკრაინის წარმომადგენლები იმყოფებიან.ისინი გვაცნობენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. საქართველოს და უკრაინას ხომ თითქმის ერთი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მეზობელია აზერბაიჯანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ ქვეყნებში განსაკუთრებიოთ ახლა, როდესაც ევროინტეგრაციისკენ მივისწრაფვით“, – განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ. 
შეხვედრაზე ნიმდის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ოფისის წარმომადგენელმა უკრაინიდან დენის დეგურკომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშკრულების შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში კორუფციის გამაფრთხილებელი სააგენტოს შექმნა ყველაზე ეფექტური ანტიკორუფცული ღონისძიებაა. 
„დეცენტრალიზაციას სჭირდება ანტიკორუფციული ბრძოლა. ვიდრე ასოცირების ხელშეკრულებას გავაფორმებდით, იმ დრომდე არ არსებობდა კორუფციის გამაფრთხილებელი სააგენტო უკრაინაში“, – განუცახადა knews.ge-ს დენის დურგენგომ.