ახალი ამბები

სირიაში 22 წლის პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პანკისის ხეობაში განუცხადეს, დაღუპული 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილია. იგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბორჩაშვილი დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 16 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროსგარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად „ჟღალი გენერლის“ დაჯგუფებაში ირიცხებიან. თავად ბათირაშვილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეჭვმიტანილთა „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
პანკისელი ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში კი სასამრთლომ დამნაშავედ ცნო სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.