ახალი ამბები

დღეს თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

,,ფესტივალი შესაძლებლობას იძლევა, რომ დასმწრეები ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში, შეიძინონ ადგილობრივი ხელთნაკეთი ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო და გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას“, – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა ჩაერთო. ღონისძიება ხვალაც გაგრძელდება. თუშეთის ეროვნულ პარკში, სოფელ ქვემო ომალოში მოეწყობა სალაშქრო და საცხენოსნო ტურები. ფესტივალი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით ტარდება.