ახალი ამბები

სოფელ კონდოლში რეკრეაციული ზონა მოეწყო

რეკრეაციული ზონით ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვისთვის და გამწვანებისთვის სკოლას შესაბამისი ინვენტარი და პალმის, ბზის და ნაძვის ნერგები თელავის თემის საკრებულოს წევრმა და სოფელ კონდოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვანო გალახვარიძემ გადასცა. 
„ჩვენი საქმიანობა გადამდები აღმოჩნდა ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლებისთვის. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ლაშა შაყლაძემ მავთულბადის ღობის გასამაგრებლად, ტყიდან ხის სარები მოგვიტანა და თავადაც მოგვეხმარა. ჩვენი ეზო ყვავილების ნერგებით გაამდიდრეს სკოლის უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. ხოლო სკოლის დირექტორმა, სამომავლოდ, ერთობლივად სპორტული მოედნის აღდგენა შემოგვთავაზა“ – განუცხადა knews.ge-ს სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნატა ოსაძემ.