ახალი ამბები

კახეთში 44 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აქედან 44 სახლი და მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში მდებარეობს. გიორგი კვირიკაშვილისთქმით, წლების განმავლობაში ეკომიგრანტების პრობლემა ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებისთვის სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
„71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. ეს არის კახეთის რეგიონში – 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში – 27 სახლი მიწის ნაკვეთით. უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით., რაც ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები,” – განაცხადა პრემიერმა.