ახალი ამბები

კოლეჯ აისში შშმ პირების დასაქმების მდგრადი მოდელი დაინერგება

როგორც თელავის განათლების, განითარების და დასაქმების ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს, შშმ პირთა პროფესიულ გადამზადების და დასაქმების მდგრადი მოდელის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
ღონისძიება განხორციელდა ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან “ოტავა–98” ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.