ახალი ამბები

სოფელ ჯუგაანში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

როგორც knews.ge-ს სიღნაღის უნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, შენობის უქონლობის გამო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება რამდენიმე წლის განმავლობაში არასტანდარტულ, კერძო სახლში ფუნქციონირებდა. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 340 000 ლარი დაიხარჯება.