ახალი ამბები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი კახეთის სოფლებში პიროვნული განვითარების შესახებ პროექტს იწყებს

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისგაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივიცნობიერებისამაღლებადაპიროვნულიგანვითარებისხელშეწყობა. ტრენინგები ჩატარდება სოფლებში შაშიანი, ყვარელწყალი, კაჭრეთი, ნუკრიანი, შილდა და კაბალი. 
ტრენინგების თემებია: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა.
,,სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. პროექტში მონაწილეობისმიღებაშეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერდაინტერესებულპირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge. ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები“, – აცხადებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრში. 
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ჯამში საქართველოს 33 სოფელში განახორციელებს პროექტს.